სავაჭრო პალატამ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში  კონფერენცია - „კრეატიული გადაწყვეტილებები, გამოწვევების დროს“ გამართა

საქართველოს სავაჭრო პალატამ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში კონფერენცია „კრეატიული გადაწყვეტილებები, გამოწვევების დროს“ გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა.

მონაწილეებს ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა დომინიკ პაპენჰაიმმა მიმართეს.

„კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კერძო კომპანიებმა, ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და საქართველოდან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელიც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ.

გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა 2023 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენცია ევროკავშირის პროექტის: „EU4Business: Connecting Companies“ ფარგლებში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი