ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V).

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 53 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი რესურსი სესხის, ხოლო 2 მლნ ევრო გრანტის სახით.

სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს უფროსმა პორტფოლიო მენეჯერებმა, ბერნდ ჰაზელმა და რობერტ როტმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

„პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას.

მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში იგეგმება ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის და მეჯინისწყლის ტერიტორიაზე თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა