დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე 500-მდე ვაკანსიაა

თბილისში, დასაქმების ფორუმი ჩატარდება, სადაც ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება 9 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.

მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კურორტებზე არსებული სასტუმროების, კაფე - ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიონ სასურველი ვაკანსიები.

„აღსანიშნავია, რომ სამუშაო კადრების დეფიციტიდან გამომდინარე, ბიზნეს-სექტორი მზადაა, ყაზბეგში, გუდაურში, ბორჯომში, ცემში, ბაკურიანსა და მესტიაში, უზრუნველყოს დასაქმება, უკვე შერჩეული თანამშრომლების ტრანსპორტირება და დაბინავება. შესაბამისად, ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიები ორიენტირებული იქნება თბილისში თუ სხვა რეგიონში მცხოვრები პირებისთვისაც.

წარმოდგენილი ვაკანსიების ჩამონათვალის გაცნობა, დაინტერესებულ პირებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულ სერვის ცენტრებშიც შეუძლიათ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. მორიგი ფორუმი, 13 დეკემბერს, გორში ჩატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო