14.07.2025 / 09:02
კახა კალაძე - თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიანი ავტობუსს 2023-24 წლებში შეისყიდის

2023-24 წლებში მოხდება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა, ასევე 2023 წელს წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას ვიწყებთ, რადგან ის მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას, დედაქალაქის მერმა ყველა ის მსხვილი პროექტი ჩამოთვალა, რომლის განხორციელებაც თბილისის მასშტაბით 2023 წლიდან დაიწყება.

„2023 წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ვიწყებთ. 2023-24 წლებში მოხდება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ასევე 2023 წელს ვიწყებთ წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას ვიწყებთ, რადგან ის მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას. ასევე დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვას და წინამძღვრიშვილის ქუჩების განახლება-რეაბილიტაცია მოხდება. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტირდება ასევე სამგორსა და ისანში. ამასთან, სამგორში მოეწყობა ახალი პარკი. გარდა ამისა, გამგეობები განახორციელებენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს - ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკვერების რეაბილიტაცია-განახლება და თანხები მოხმარება ასევე ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას - იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.

2023 წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მოწყობა, კახეთის გზატკეცილზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება. გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შევისყიდით სხვადასხვა სპეცტექნიკას, რათა არსებული სამსახური გამართულად მუშაობდეს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის მასშტაბით განვახორციელოთ სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერში გვერდში გვიდგას ცენტრალური ხელისუფლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა