ადვოკატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ერთგვარად სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა იყო

ადვოკატ ილია ლომიას შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები ერთგვარად სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა იყო. როგორც მან კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესზე ყველა გაიგებს, თუ რა მდგომარეობაშია სააკაშვილი.

„თავის მხრივ, ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. როდესაც სასამართლო განხილვები დაიწყება, არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილი, მაღალი თანამდებობის პირები სხვა განცხადებებს გააკეთებენ, როდესაც საჯაროდ იქნება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმებს და ექსპერტებს დაესმებათ კითხვები, თუ როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე",-განაცხადა ლომიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების "სიცოცხლე ღმერთს აბარია. "ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი