პაველ ჰერჩინსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცნობების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ცნობების გამო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული

„ჩვენ გვაქვს კავშირი მის ოჯახთან, მის ადვოკატებთან და რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული და რასაკვირველია, მისი მომავალი საქართველოს სასამართლოს გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო