იაგო ხვიჩია - ჩვენი ქვეყნის პოზიცია არის არასწორი, როგორც არასათანადო გულშემატკივრის - არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი რუსეთს გულშემატკივრობს, ამ ქვეყანაში რუსეთს არავინ გულშემატკივრობს

„ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ - ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, ომი ჩვენთან არ არის და ეს გვეყოფა დადებითი პიარის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, „ეს ძალიან რთულად ასახსნელი და დასაცავი პოზიციაა“.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ფიქრობენ ასე - მოდი, კარგად გავყიდოთ ეს ამბავი, არ ავურიოთ სხვა არაფერში და ავირჩიოთ მხარე, რომელსაც პირობითად დავარქვათ მშვიდობის მხარე. მშვიდობის მხარე და უკრაინა თუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს არცერთ შემთხვევაში კარგი არ არის.

ამ წუთში მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის დასავლურ მომავალზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გამოიხატება და ჩვენ ამ პოზიციის სულ კრიტიკოსები ვართ. არ მინდა, რომ ეს ისე გასაღდეს, როგორც ერთი ადამიანის - ღარიბაშვილის პოზიცია. ჩვენი ქვეყნის პოზიცია არის არასწორი, როგორც არასათანადო გულშემატკივრობის, რასაც გვეუბნებიან შენიშვნის სახით. ამის საწინააღმდეგო პოზიცია არის ის, რომ სამაგიეროდ, „ჩვენთან ომი არ არის და მშვიდობის ქვეყანა ვართ“ დ ა.შ. ეს მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის - ეს მორალის და პოლიტიკური პოზიციის ამბავია. თავის დროზე „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია მე ძალიან კრიტიკულად შევაფასე და აზრი არ შემიცვლია, მაგრამ მთავარია სიტყვებზე არ ვიყოთ გამოკიდებული და მთავარი გაგვეპაროს სიტყვებს მიღმა. მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი რუსეთს გულშემატკივრობს, ამ ქვეყანაში რუსეთს არავინ გულშემატკივრობს.

ჩემთვის ღარიბაშვილის პოზიცია აიჭრა მაშინ, როდესაც ომის დასაწყისშივე მან თავისი პოზიცია დააფიქსირა. მას შემდეგ ის ამ პოზიციის ტყვეც არის და რაც არ უნდა ილაპარაკოს, ღარიბაშვილის შემთხვევაში ყველაფერი გახდა გასარჩევი და ეს მომდინარეობს მისი პირველი პოზიციიდან, რომელიც მან იუნკერების საფლავებთან დააფიქსირა [როდესაც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ „საქართველოს ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს საქართველოც მიუერთდეს და უკრაინაში „ჩასვლა-ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“]. ქართველი ხალხი ღარიბაშვილს ეჭვის თვალით უყურებს, როგორც უკრაინელი ხალხის და სიკეთის გამარჯვების არასათანადო გულშემატკივარს. მგონია, რომ ეს არ არის შემთხვევითი და ამას გამოსწორება სჭირდება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, მან ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მიმართ პრორუსულობის ბრალდების შესახებ ისაუბრა - „გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მსგავს ბრალდებაში მისი კოლეგები განსხვავებულ რამეს გულისხმობენ.

„რას გულისხმობს „პრორუსული პოლიტიკა“? ჩემი კოლეგები როდესაც ამაზე საუბრობენ, სხვადასხვა რამეს გულისხმობენ. ორივე მხარეს რომ დაეთანხმო, სხვადასხვა რამეს უნდა დაეთანხმო - პირადად მე პრორუსული მგონია ნებისმიერი შეცდომა, რომელიც ამ ქვეყანას აზიანებს. ასეთი შეცდომების კასკადს უშვებს ეს ხელისუფლებაც, უშვებდა წინა ხელისუფლებაც და იმის წინაც. ამ გაგებით მე რომ პრორუსული ვეძახო, ყველა პრორუსული ყოფილა, ვინც ხელისუფლებაშია, შეცდომებს უშვებდა და ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო