ელენე ხოშტარია - საქართველოს ყველა მოქალაქის სიცოცხლეზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, პირადად ივანიშვილი და ღარიბაშვილი, ამიტომ პასუხისმგებლობის არიდებისა და რელიგიით მანიპულირების უსუსური მცდელობა გულისამრევია

საქართველოს ყველა მოქალაქის სიცოცხლეზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, პირადად ივანიშვილი და ღარიბაშვილი, ამიტომ პასუხისმგებლობის არიდებისა და რელიგიით მანიპულირების უსუსური მცდელობა გულისამრევია, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას, რომ „ჩვენი სიცოცხლე ღმერთს აბარია და თავად ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე ვერ იქნება პასუხისმგებელი“.

ხოშტარიას თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ტყუილებს ამბობს და ასევე ტყუილი ათქმევინა „ვივამედის“ ხელმძღვანელს, რაც ყველაფერს აზიანებს“.

რაც შეეხება უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღევანდელ შეხვედრას, ხოშტარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ერთიანი გამოსავალი და სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.

ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანია, ვეძებოთ ერთიანი გამოსავალი, ერთიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არა მხოლოდ. როგორც მინიმუმ ამ საკითხში უნდა ვიდგეთ ერთად. უბრალოდ ისტორია არ გვაპატიებს, რომ რაღაც უბედურება მოხდეს. შესაბამისად, მსჯელობა გვექნება საერთო სამოქმედო გეგმაზე. გვაქვს მოსაზრებები, რა უნდა გაკეთდეს. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცინიზმის, სისასტიკის, კანონდარღვევის პიკშია. ისინი იტყუებიან, აიძულებენ ექიმებს, რომ მოიტყუონ, რაც ცუდად გამოსდით და ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ. ჩვენთვის საკმარისი არაა, რომ ვიღაცის ბრალეულობა ვეძებოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ და საშუალება არ მივცეთ, შეიწირონ ადამიანი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით შეუძლებელია ოპოზიციამ ცალ-ცალკე რამეს მიაღწიოს.

„პრეზიდენტი კვდება და ვალდებულები ვართ, დავილაპარაკოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. ეს არავინ აღიქვას, რომ ერთობის იდეას „ვქაჩავთ“ სადმე, ან ვიღაცა ვიღაცას სადმე გადმოქაჩავს. შეუძლებელია ცალ-ცალკე მივაღწიოთ რამეს. შეუძლებელია ცალ-ცალკე დავუპირისპირდეთ ამხელა მონსტრს, რომელიც დაღუპულ გმირებს აყენებს შეურაცხყოფას, ქვეყნის ინტერესებს ღალატობს, ადამიანის სიკვდილზე აგდებით საუბრობს, ამიტომ ეს ყველაფერი არის საერთო მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი.

მგონია, რომ შეუძლებელია ეს საკითხი გარე და შიდა ზეწოლის გარეშე გადაწყდეს. უნდა ვიფიქროთ ერთიან, მძლავრი ზეწოლის ფორმებზე. ხვალ სასამართლო იქნება და შევხედავთ, როგორ წავა პროცესი. ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ვერ გაიწელება უსასრულოდ. ვნახოთ, მიხეილ სააკაშვილს ანახებენ თუ არა საზოგადოებას. მალავენ ადამიანს. მალავენ, რადგან იციან, რომ მისი დანახვა რეაქციას გამოიწვევს. ასევე პრეზიდენტის ფაქტორია, რადგან მასაც აქვს ხელში ინსტრუმენტი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო