გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთიანი და კოორდინირებული ქმედებებია აუცილებელი

ჰუმანიტარული დახმარების და გენერატორების გაგზავნა რა გაუხდა ამ ადამიანებს? - ის, რომ უნდათ, პირნათელი იყვნენ საკუთარი ბატონ-პატრონების ან საკუთარი მხარდამჭერების წინაშე მოსკოვში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განცხადებები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოქალაქეებს და ქართველ გმირებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პრემიერის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მხარესაა.

„ღარიბაშვილი არ ელაპარაკება საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს. ღარიბაშვილი ელაპარაკება მოსკოვს და შეიძლება, მათ მომავალ წელს მშვიდობის გარანტად საქართველოში, საერთოდ რუსეთი წარმოგვიდგინონ. ეს არის გზა ღალატის. ეს არის გზა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიმდინარეობს, როგორც ვაშაძე განმარტავს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთიანი და კოორდინირებული ქმედებები აუცილებელია.

„ჩვენ ჯერ მოვისმენთ, რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. გვაქვს მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ამაზე სამუშაო ფორმატში ვიმსჯელებთ,“ - განაცხადა ვაშაძე.

ცნობისთვის, სამი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება (ზურა - გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე) მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას მართავს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი