გიორგი ვაშაძე - როგორ შეიძლება მშიშარა და ერის მოღალატეებმა, მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ? „ქართულ ოცნებას" ვეუბნები - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ ეს!

როგორ შეიძლება მშიშარა და ერის მოღალატეებმა, მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ? "ქართულ ოცნებას" ვეუბნები - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ ეს ქმედება! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო, მოქალაქეობის არმქონე პირად ვერავის დატოვებს.

"გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთი დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა. ის ფაქტობრივად, დაემუქრა ჩვენს მებრძოლ გმირებს, რომ მათ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ. პირველი - ჩვენ ვართ კონვენციის წევრი და კანონმდებლობით, მოქალაქეობის არმქონე პირად ვერავის ვერ დატოვებს საქართველო - ეს არის ტყუილი. მეორე - როგორ შეიძლება აი, ამ მშიშარა და ერის მოღალატეებმა, მოქალაქეობა წაართვან გმირებს და პატრიოტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ? მდინარაძესაც ვეუბნები და "ქართულ ოცნებას" ვეუბნები - ვერ გაბედავთ და არ გაბედოთ ეს ქმედება. ნუ აშანტაჟებთ, ნუ აშინებთ და ნუ ავლენთ საკუთარ მოღალატეობრივ ხასიათს ყოველდღიურად თქვენი განცხადებებით!," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო