ევროკავშირის ელჩი - „შუა დერეფანს“ უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ და განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის კონტექსტში

როგორც ვიცი, ფოთში არსებული პორტის განახლება იგეგმება, სადაც ჩართულები არიან ევროპული ბიზნეს კომპანიები. ასევე, არსებობს გეგმები ანაკლიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად. ამ საკითხის მიმართ ასევე დიდი ინტერესი აქვთ ევროპულ ბიზნეს კომპანიებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფანს“, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„როგორც იცით, რასაც ჩვენ ვეძახით „შუა დერეფანს“, რომელიც საქართველოზე გადის, არის ის, რასაც უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ და განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის კონტექსტში. არსებობს სამხრეთ კავკასიის ალტერნატივად გამოყენების უზარმაზარი პოტენციალი, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა საქონლის აზიიდან, ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპაში გადატანას. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ ქართველ პარტნიორებთან იმისთვის, რომ განვაახლოთ ინფრასტრუქტურა, გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. ვსაუბრობთ დიდ ფულზე, იმისთვის, რომ ამ ინფრასტრუქტურის განახლება მოხდეს. ეს უკვე მიმდინარეობს და ამის მაგალითია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი