თსსუ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ კიდევ ერთი, წარმატებული პრემიერა ჩაატარა

2022 წლის 2 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ნიღაბი 2022“-ის ფარგლებში თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი თბილისის მელოდიები“.

ყველასათვის საყვარელი პიესა, ჰიტად ქცეული მელოდიებით, სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრ ,,ჰიგიას“ დამაარსებელმა - ნათია გუჯაბიძემ გააცოცხლა. სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელი დავით არჩვაძე, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი გახლდათ.

სპექტაკლში მონაწილე თსსუ–ის სტუდენტები: ფეფე გოგნაძე, გიორგი სანიკიძე, ანანო სიდამონიძე, თამარა ხორავა, ლიკა მიქელაძე, გიორგი თაბაგარი, ქეთი ნოზაძე, ინა ნიქაბაძე, დათუნა მაღლაკელიძე, დომინო ლატარია, ელენე კამლაძე, ნატა სურმავა, კატო ჭანჭალეიშვილი, ანი ხვიბლიანი, მარიამ ახალაია, მარიამ ყიფშიძე, მარიამ დემურია, მარიამ ფანცულაია, სალო ჯოჯუა, ანი მაისურაძე, ელენე უჯმაჯურიძე, მოლინა იოსელიანი, ბახვა გელაშვილი, ნინი სუთიაშვილი, სოფიო ცინცაძე, დუდუ მოდებაძე, ხვიჩა სებუა, მარიამ ბეჟანიძე, გიორგი ბრეგაძე, ბარბარე ვაჩაძე, თემო ჩხეიძე, ლიკა უზუნაშვილი სამსახიობო ოსტატობით არ ჩამოუვარდებიან პროფესიონალ მსახიობებს.

ტრადიციულად სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო