ლევან ბეჟაშვილი - ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიყვანონ სასამართლოში და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ჩართონ, რათა საზოგადოებამ იხილოს მისი ფიზიკური მდგომარეობა

ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიყვანონ სასამართლოში და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოხდეს მისი ჩართვა, რათა საზოგადოებამ იხილოს მისი ფიზიკური მდგომარეობა, რომ დასრულდეს სპეკულაციები ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახოს მისი ფიზიკური მდგომარეობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილი იყო.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ზოგადად ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები და საერთო სტრატეგიაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილის თემა, რა თქმა უნდა, შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, რადგან ეს არ არის ერთი პარტიის სანერვიულო და გადასაწყვეტი საკითხი - ეს არის სახელმწიფოს, საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის ღირსების საქმეც, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმას, სახელმწიფომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანოს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიყვანონ სასამართლოში და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოხდეს მისი ჩართვა, რათა საზოგადოებამ იხილოს მისი ფიზიკური მდგომარეობა, რომ დასრულდეს სპეკულაციები ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახოს მისი ფიზიკური მდგომარეობა და შემდეგ ყველა დასკვნა არსებითი და საფუძვლიანი გახდეს.

ჩვენ ბუნებრივია ხვალ ვიკრიბებით სასამართლოს ეზოში და მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც შეძლებს მოვიდეს და გამოხატოს სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. დავაკვირდებით პროცესის მიმდინარეობას მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში, ან მოხდება თუ არა მისი ჩართვა. რატომ უმალავენ მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებას?! ხალხმა დაინახოს რეალურად რა ვითარებაშია დღეს იგი. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე კონსულტაციები გვექნება ოჯახთან, დაცვის მხარესთან და კოორდინირებული მოქმედებებით შევეცდებით, რომ ერთის მხრივ ჩვენი პოლიტიკური აქტივობებით არ ვავნოთ საქმეს და მეორეს მხრივ, ხელისუფლებას მივცეთ შანსი ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს და იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივი მოსაზრებებით“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა