სემეკმა საჯარო ინფორმაციის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშზე იმსჯელეს.

როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიშში ასახულია კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და ვადების დაცვის ანალიზი. წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე, რომლებიც სემეკში არსებულ საჯარო ინფორმაციას შეეხებოდა.

საანგარიშო პერიოდში, 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე, სემეკში 62 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 81 დადგენილება და 907 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე - 608 გადაწყვეტილება.

ანგარიშის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სემეკში სულ 73 წერილობითი განცხადება შევიდა. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 57, ნაწილობრივ - 11, ხოლო არ დაკმაყოფილდა 5. ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა განპირობებული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით ან კონფიდენციალურობით. აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

„სემეკის მიზანია, ყველა საჯარო ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმიანობის გამჭვირვალობა და ამ კუთხითაც მაღალი სტანდარტების დაცვა. როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, სემეკში შემოსული ნებისმიერი განცხადება საჯარო ინფორმაციის შესახებ კმაყოფილდება და ეს უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჩვენ გავცემთ ყველა ინფორმაციას, რომელიც არსებობს სემეკში და ექვემდებარება საჯაროობას“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი