ვალერი გელბახიანი - სააკაშვილის საკითხზე სასამართლო სხდომები შესაძლოა, ერთი თვე გაგრძელდეს - 30 მოწმეა დასაკითხი და მტკიცებულებების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ხვალინდელი სასამართლო პროცესის გამართვამდე ადვოკატებმა საერთო, შემაჯამებელი კონსულტაცია გამართეს.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ეს პროცესი ერთი თვე გაგრძელდეს.

„მოგეხსენებათ, ხვალ სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, ამიტომ ადვოკატებს საბოლოო, შემაჯამებელი კონსულტაცია ესაჭიროებოდათ. ახლა დავასრულე ეს კონსულტაციები და მიხეილ სააკაშვილს უნდა გადავცე, თუ რაზე შევთანხმდით ადვოკატები. ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, რადგან არსებობს საფუძვლიანი მოთხოვნა. რა მტკიცებულებებიც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა, ეს მტკიცებულები დასაშვებად არ ითვლება, ამიტომ, ექსპერტების ჩახსნა გამორიცხულია. რაც შეეხება ისეთ მოწმეებს, რომლებიც სამედიცინო დოკუმენტაციის ავთენტურობასთან არ არის დაკავშირებული, შესაძლოა, რამდენიმე მოწმე არ დავკითხოთ. 30 მოწმეა სულ და კონკრეტიკას მოვერიდები. ერთ და ორ სხდომაში ეს პროცესი ვერ დასრულდება, მინიმუმ 1 თვე დაგვჭირდება“, -განაცხადა გელბახიანმა.

გარდა ამისა, მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი გუნდი მსგავს განცხადებებს აკეთებენ.

„ვწუხვარ, რომ პოლიტიკა ერევა სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. ეს უნდა შევაფასოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმის მიხედვით, რამდენად იქონიებს პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები სასამართლოზე გავლენას. ეს დაუშვებელია სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემისთვის, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს არ ადარდებთ არც კონსტიტუციური და არც კანონის მოთხოვნები“, - განაცხადა გელბახიანმა.

როგორც მან აღნიშნა, დიდი ალბათობით, ხვალინდელი პროცესი გადაიდება, რადგან ახალი მტკიცებულებები შედის განსახილველად.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს დისტანციური ჩართვის მზადყოფნას. ხვალინდელ პროცესში მე მონაწილეობას არ მივიღებ, შალვა ხაჭაპურიძე იქნება. ეს პროცესი გადაიდება, რადგან ხვალ დამატებით ახალი მტკიცებულებები შედის და მოწინააღმდეგე მხარე ამ მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვს. ეს მტკიცებულებები ეხება კვლევებს და დიაგნოსტიკურ ნაწილს“, -განაცხადა გელბახიანმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში