ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე - აქვს მაღალი ტემპერატურა და არტერიული წნევა, გაცილებით უფრო გამხდარია, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

მან კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილს ასევე მაღალი არტერიული წნევა აქვს და გადაადგილებაც უჭირს.

„სუსტად არის, არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. 38.2 ჰქონდა ტემპერატურა, რაც რეალურად, "ქართული ოცნების" პროპაგანდას რომ გადავავლოთ თვალი, არაფერ კავშირში არ არის არც კვებასთან და არაფერ სხვასთან. ეს არის შინაგანი ტემპერატურა, რომლის მიზეზიც სამწუხაროდ, ვერ დაადგინეს. ძალიან უჭირს გადაადგილება, აქვს მაღალი არტერიული წნევა. გაცილებით უფრო გამხდარია და დაკლებული წონაში, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი პროგრესი არ შემიმჩნევია", - განაცხადა დეკანოიძემ.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმებსაც ესაუბრა და ხვალ გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემს სუბიექტურ დაკვირვებას გეტყვით, რომ როგორ უნდა გადაადგილდეს, ისიც არ ვიცი. სასამართლოში მისვლის სურვილი აქვს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ჩვენებაც როგორ უნდა მისცეს, ესეც არ ვიცი", -განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო