დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება ხვალ დასრულდეს, თუკი კიევი ასე მოისურვებს

უკრაინაში კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს, თუ კიევი ამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, შეგვიძლია გალურჯებამდე ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ ომი შესაძლოა, 2023 წელს დასრულდეს.

„ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. შეიძლება ხვალ დასრულდეს, თუკი კიევი ასე მოისურვებს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ამასთან, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ უკრაინა არ არის ვალდებული შემოიფარგლოს საკუთარი ტერიტორიით თავდაცვის მიზნით, პესკოვმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები „რა თქმა უნდა, კიევს ახალი თავდასხმებისკენ ახალისებს”.

„რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ფაქტობრივად, ახანგრძლივებს მთელ ამ რთულ პერიოდს და არ უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას“, - დასძინა პესკოვმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი