ვაკის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგებელმა ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რაც მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში და მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა.

„ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე 2022 წელს 11 335 700 ლარი იყო გათვალისწინებული. მოეწყო და გამწვანდა 11 დასასვენებელი სივრცე (მათ შორის 8 სრულიად ახალი), 3 მისამართზე კი, სკვერები რეაბილიტირდა.

განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრამა - ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N14 და N19 კორპუსების მიმდებარედ 22 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა, კონსტრუქციების ნაცვლად კი, კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეები მოეწყო.

სპორტის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 10 მისამართზე სპორტული მოედნები მოეწყო - ახალი სტადიონები 5 მისამართზე აშენდა, 5 მისამართზე კი, არსებული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.

საგზაო ინფრასტრუქტურა 154 მისამართზე განახლდა - მოწესრიგდა 63 510 კვ. მ ფართობის გზა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 205 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. მრავალბინიანი კორპუსების გადახურვა 48 მისამართზე განახლდა, წყალსაწრეტი მილები 25 მისამართზე დამონტაჟდა, 30 მისამართზე მოხდა წყალარინების შიდა ქსელების რეაბილიტაცია, 8 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 3 მისამართზე განხორციელდა, ლიფტები 63 მისამართზე რეაბილიტირდა, სადარბაზოების კარები კი, 22 მისამართზე გამოიცვალა.

გარდა ამისა, 2022 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამისთვის 3 320 800 ლარი იყო გათვალისწინებული. ერთჯერად ფულად დახმარებაზე 2 927 განაცხადი დაფინანსდა; მედიკამენტებით დახმარება გაეწია 4 230 მოქალაქეს; სამედიცინო მომსახურება 1359 განმცხადებელს დაუფინანსდა; სამშენებლო მასალების დაფინანსება 122 მოქალაქემ მიიღო. გარდა ამისა, ამ დროისთვის, ბინის ქირა 149 ოჯახს უფინანსდება.

ასევე, 2022 წელს ვაკის რაიონში ოთხი სპორტული, სამი საბავშვო და ერთი ახალგაზრდული ღონისძიება ჩატარდა.

პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სხვადასხვა რაიონის გამგებლები, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები და ვაკის რაიონში მცხოვრებლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი