ნინო ლომჯარია - ნიკა გვარამიას საქმეში არსებობდა პოლიტიკური მოტივები, რაც აჭარბებდა საქმეში სამართლებრივ მდგენელს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეში არსებობდა პოლიტიკური მოტივები და ეს მოტივები აჭარბებდა ამ საქმეში სამართლებრივ მდგენელს.

აღნიშნულის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის ოფისში განუცხადა, სადაც აღნიშნულ პოსტზე მისი 5 - წლიანი მუშაობის შესახებ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა.

„ბოლო წუთამდე მომიწია მუშაობა იმიტომ, რომ იყო აქტუალური და მწვავე საკითხები და ვფიქრობ, რომ ეს საკითხები აქტუალურობას მომავალშიც არ დაკარგავს. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რასაც მე ხელი მოვაწერე არის სამწუხარო, ვინაიდან, სახალხო დამცველმა მეორედ, ყოველ შემთხვევაში ხუთწლიანი ისტორიის განმავლობაში, დაადგინა პოლიტიკური დევნა, ამ შემთხვევაში, ნიკა გვარამიას საქმეს ვგულისხმობ. პირველი შემთხვევა ეს იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც ვთქვით, რომ პოლიტიკური მოტივაცია აჭარბებდა ამ საქმის სამართლებრივ მდგენელს. სამწუხაროდ, ჩემი ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო ის, რომ საქმის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ნიკა გვარამიას საქმეში არსებობდა პოლიტიკური მოტივები და ეს მოტივები აჭარბებდა ამ საქმეში სამართლებრივ მდგენელს“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო