ირაკლი კობახიძე - თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, კარგავს მოქალაქეობას, მოხალისეებზე არ არის საუბარი - ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად საერთოდ არ მინდა ამ თემაში შევიდე

კანონმდებლობის მიხედვით თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის კარგავს მოქალაქეობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც წესი თავდაცვის ძალების შემადგენლობაში სხვა ქვეყნის მოქალაქე არსად ირიცხება.

„არ ვიცი ეს თემა რამდენად აქტუალურია, მე თვალი ვერ ვადევნე, რაზეა საუბარი, ვისთვის მოქალაქეობის დაკარგვაზეა, ეს არ ვიცი. სამართლებრივად რაც შემიძლია გითხრათ ეს არის ის, რომ თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში ოფიციალურად, აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, სამართლებრივი განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის მოქალაქეობას კარგავს.

აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად, ვინ რა თემას ააქტიურებს, ეს მე არ ვიცი.

თუ ვინმე შედის კონკრეტული ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის ლოგიკურად უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქეც, ლოგიკა ასეთია. თუ ვიღაც მიდის საქართველოდან, ირიცხება მაგალითად უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, გამოდის რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე და სხვანაირად როგორ აკეთებენ, არ ვიცი. მოხალისეებზე არ არის საუბარი, თუ პირი ირიცხება თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, თავდაცვის ძალები არის ოფიციალური სტრუქტურა, თანაც განსაკუთრებული სტრუქტურა, რადგან საქმე თავდაცვას ეხება. მაგალითად: საქართველოში ვინმე თავდაცვის ძალებში, რომ ჩაირიცხოს ის უნდა იყოს შენი მოქალაქე. ალბათ, იქაც ასეა და მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. თავდაცვის ძალები პირდაპირ უკავშირდება სუვერენიტეტს. არამოქალაქე, რომ ჩაირიცხოს შენს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არა მგონია სადმე ხდებოდეს. ასეთ დროს როცა პირი გადადის სხვა ქვეყანაში, იქაურ მოქალაქეობას იღებს, ირიცხება თავდაცვის ძალებში ეს პირდაპირ სუვერენიტეტს უკავშირდება, სამართლებრივად ასეთი ადამიანები კარგავენ ხოლმე პირველი ქვეყნის მოქალაქეობას, ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად საერთოდ არ მინდა ამ თემაში შევიდე“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო