აშშ-მა რუსეთთან პატიმართა გაცვლის შედეგად კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი დაიბრუნა

აშშ-მა რუსეთთან პატიმართა გაცვლის შედეგად კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი დაიბრუნა, რუსეთს კი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“რამდენიმე წუთის წინ ტელეფონით ველაპარაკე ბრიტნი გრაინერს. ის უსაფრთხოებაშია. თვითმფრინავშია. სახლში მიდის”, - წერს ბაიდენი.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ გრაინერი რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტში გაცვალეს.

გაცვლა ხუთშაბათს, 8 დეკემბერს აბუ-დაბის აეროპორტში მოხდა.

ცნობისთვის, ამერიკელი ბრიტნი გრაინერი 2022 წლის თებერვალში შერემეტიევოს აეროპორტში იქნა დაკავებული. მის ბარგში, როგორც აღინიშნება, "ვეიპისთვის" განკუთვნილი ჰაშიშის ზეთი იყო აღმოჩენილი. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

თავის მხრივ, რუს იარაღით მოვაჭრეს, ვიქტორ ბუტს 2012 წელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა იარაღის დიდი რაოდენობით უკანონო მიწოდებისთვის, ასევე რიგი ფინანსური მაქინაციებისთვის.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა