ოლაფ შოლცი - მშვიდობა რუსეთის პირობებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი

რამეზე საუბარი რუსეთის მიერ ომის დასრულებისა და ჯარების გაყვანის შემდეგ შეიძლება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მედიის ჯგუფ Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე თუ უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის “რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების” შესახებ იდეას.

“ახლა პრიორიტეტია რუსეთის მიერ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ჯარების გაყვანა. სამართლიანია, რომ ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორ შეგვიძლია ევროპის უსაფრთხოებას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, მაგალითად, რუსეთთან ევროპაში შეიარაღების კონტროლზე ვისაუბროთ. ამას ომამდეც ვთავაზობდით და ამ პოზიციაში არაფერი არ შეცვლილა”, - აღნიშნა შოლცმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თავის სატელეფონო საუბრებზე კომენტარის გაკეთებისას კანცლერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონტაქტის გაგრძელება იმისთვის, რომ “პუტინს ყოველთვის ესმოდეს ჩვენი აზრი”.

შოლცის თქმით, წინა კვირას ბოლო საუბრის დროს მისთვის მნიშვნელოვანი იყო ორი რამის თქმა: მან დაგმო უკრაინული ქალაქების, მათი ენერგო და წყალმომარაგების დაბომბვა და ჰკითხა პუტინს, “საბოლოოდ როდის იქნება რუსეთი მზად უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს”.

“ერთი რამაა ნათელი: მშვიდობა რუსეთის პირობებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი”, - თქვა შოლცმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა