ენტონი ბლინკენი - ფინეთი და შვედეთი ნატო-ში წევრობისთვის მზად არიან

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატო-ში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატო-ს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატო-ს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას თითქმის შეუფერხებელი ურთიერთქმედება აქვს ალიანსის ძალებთან”, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოსთან საერთო ფასეულობებს იზიარებენ - დემოკრატიისადმი ურყევ ერთგულებას, წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვას.

“ვთვლი, რომ ნატო ფინეთსა და შვედეთს მალე მიიღებს. მადრიდში ნატო-ს სამიტის შემდეგ ორივე ქვეყანამ კონკრეტული ზომები მიიღო აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის ჩვენი მოკავშირე თურქეთის უსაფრთხოების წუხილების მხრივ”, - დასძინა ბლინკენმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ