რელიგიის საკითხთა სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის უმანკო ჩასახების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის უმანკო ჩასახების დღესასწაულს ულოცავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის მუცლად-ღებას აღნიშნავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს კეთილდღეობასა და სიხარულს უსურვებს მათ.

























