მცხეთის მუნიციპალიტეტს იაპონიის მთავრობის დახმარება გადასცეს

პროექტის „მდგრადი და კლიმატგონივრული ტყის მართვა საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა გადასცეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ენერგოეფექტური ღუმელები მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ 60 ოჯახს უკვე გადაეცა.

„იაპონიის მთავრობა მცხეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს და მოხარულები ვართ, რომ დღეს ვართ ამ ოჯახთან. დღეს 5 ოჯახს გადავეცით ენერგოეფექტური ღუმელები, რომელიც ხელს შეუწყობს ნაკლები შეშის მოხმარებას, სათბური აირების შემცირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მწვანე და ეკომეგობრული ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.

ღონისძიებას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭაჭიაშვილი და მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

„მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ტყის დაცვის პროექტის ფარგლებში. ენერგოეფექტური ღუმელები, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადავეცით, ხელს შეუწყობს მდგრადი გზით მოპოვებული საწვავის, ბიომასისა და ტყის ნარჩენების გამოყენებას, რაც შეამცირებს ტყეზე ზეწოლას“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით (4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვა, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. „საქმიანი ეზოები“, სადაც ხე-ტყის დამზადების ახალი, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკა დაინერგება, დაახლოებით 43,000 ადგილობრივ მოსახლეს მოემსახურება.

„საპილოტე პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება მდგრადი გზით დამზადებული ბიომასა და შეშა ეროვნული სატყეო სააგენტოს მმართველობის ქვეშ არსებული ტყიდან, რომელიც სარეალიზაციოდ მიეწოდება „საქმიან ეზოს“, რაზეც ძირითადად ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება დასაქმებული.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭაჭიაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია ადგილობრივი თემების ჩართვა ტყის მდგრად მართვაში, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის კომფორტული გარემოსა და სერვისების შექმნა, განახლებადი ენერგიის წყაროებზე წვდომის გაზრდა, ტყის დაცვა და გაჯანსაღება. პროექტი 2023 წლის მარტში დასრულდება, რისთვისაც 920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.

პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ, საკომუნიკაციო კამპანია მიმდინარეობს. შეიქმნა იაპონურ სტილში გადაწყვეტილი ქართული ანიმირებული მანგა „ტყე ჩემი მეგობარია“, რომელიც ადამიანებისა და ტყის მეგობრების ამბავს გადმოსცემს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა