კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, დღეს, 9 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-ვაზისუბნის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სამუშაოები ასევე პარალელურად ოთხ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება: ვაზისუბნის რეზერვუარზე ახლით შეიცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ქვალონისა და უშაკოვის ქუჩებზე გადაუდებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ახალ ურდულებს დაამონტაჟებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 9 დეკემბერს, 14:00 საათიდან 10 დეკემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ხერხეულიძის, მთავარანგელოზის, წურწუმიას, ხომერიკის, საბანაკოს I შესახვევს, ისნის, აწყურის, წულუკიძის III, IV შესახვევებს, კაიშაურის, სამრეკლოს, ახვლედიანის, ავლაბრის, წინანდლის, II შორაპნის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, აწყურის, ბუცხრიკიძის, ნავთლუღის, ბოჭორმის, მარტყოფის, უჯარმის, კაჭარავას, ანჯაფარიძის, დოლაბაურის I-II-III ქუჩებს, ღვინის აღმართს, მეტეხის ქუჩას, დუტუ მეგრელის, 300 არაგველის, ჰოლბრუკის, შორაპნის და მიმდებარე ქუჩებს. სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩას, გაბრიელ სალოსის გამზირის IV და V შესახვევს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, სამგორის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ვაზის ქუჩის II-III გასასვლელებს, პილსუდსკის გამზირს, მუსხელიშვილის, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის და მიმდებარე ქუჩებს. მხატვრების დასახლებას. ვარკეთილი IV მიკრორაიონის მე-3 კვარტალს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი