მიხეილ დაუშვილი - მეგობრებს, რომლებიც ჩვენ ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ, თავს ესხმიან, მტერს და ოკუპანტს არ უწოდებენ მტერს და ოკუპანტს, საით მიდის ეს ყველაფერი, ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ

არ ვიცი, ფობიები აქვთ თუ ამას შეგნებულად აკეთებენ - მეგობრებს, რომლებიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის გარანტორები არიან თავს ესხმიან და მტერს და ოკუპანტს არ უწოდებენ მტერს და ოკუპანტს, რას აკეთებენ, სად მიდიან?! - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას კითხვაზე - მტერია თუ არა რუსეთი, ასევე მისი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების განცხადებებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე.

დაუშვილის თქმით, არ შეიძლება ამ საკითხებზე ორი აზრი არსებობდეს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები გმირები არიან და სხვა დანარჩენი აზრი ამორალურია.

„ეს ადამიანები გმირები არიან, ისინი იბრძოდნენ იქ არამარტო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და მშვიდობისთვის, არამედ საქართველოში მშვიდობისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც იბრძოდნენ და ამას შეეწირნენ, ამისთვის გაწირეს თავი. საქართველოს მოქალაქეები, ის ბიჭები და გოგოები, ვინც უკრაინაში იბრძვიან, გმირები არიან. ისინი საქართველოსთვისაც იბრძვიან ამავდროულად და საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დებენ სასწორზე, ამაზე დიდი გმირობა, არ ვიცი, რა უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობას დღეს თუ ვინმე იცავს, ისინი იცავენ, აქ არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, ყველა სხვა დანარჩენი [აზრი] ამორალური იყო. რაც შეეხება მტერია თუ არა, არ ვიცი აქ ორი აზრი როგორ უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, ოკუპანტია და მტერია. რატომ უჭირთ [ამის თქმა] ეს მათ უნდა ჰკითხოთ - რისი ეშინიათ, რისი ფობიები აქვთ. მე არ ვიცი, საერთოდ ფობიები აქვთ, თუ ამას შეგნებულად აკეთებენ. თუ შენი ქვეყნის ოკუპანტს სახელს ვერ არქმევ... ერთი მხრივ, ჩვენს მეგობრებს თავს ესხმიან, რომლებიც ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ და ამის გარანტორები არიან და მტერს და ოკუპანტს არ უწოდებენ მტერს და ოკუპანტს, საბოლოო ჯამში საით მიდის ეს ყველაფერი, მათ უნდა ვკითხოთ. სად მიდიან, რას აკეთებენ?" - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კითხვა - "მტერია თუ არა რუსეთი", რთული კითხვაა და "მტრის სხვადასხვა გაგება არსებობს". რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, კობახიძის განცხადებით, "თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია," ხოლო "ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის". ჟურნალისტის კითხვას - „ენთუზიაზმისა და იდეის გარეშე უკრაინაში საბრძოლველად ვინ მიდის“, კობახიძე პასუხობს: „მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვინმე მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, რომ და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო