კელი დეგნანი - ქართველები ღრმად გრძნობენ ბრძოლას, რომელსაც უკრაინელები აწარმოებენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად - ალბათ, ამიტომ უჩნდებათ სურვილი, გააკეთონ რაც შეუძლიათ

ქართველები ღრმად გრძნობენ ბრძოლას, რომელსაც უკრაინელები აწარმოებენ საკუთარი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრებიან.

„ქართველები ღრმად გრძნობენ ბრძოლას, რომელსაც უკრაინელები აწარმოებენ საკუთარი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს არის ის, რისი გამოცდილებაც საქართველოს აქვს და რასაც ახლაც განიცდის, როცა მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იმ ჩაგვრისა და ადამიანის გატაცების შემთხვევების გამო, რაც რუსეთის ოკუპაციის გამო თქვენს ქვეყანაში ხდება. ვფიქრობ, ალბათ, ეს შთააგონებს ქართველებს, როდესაც მათ უჩნდებათ სურვილი, გააკეთონ რაც შეუძლია, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა რამ“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა