თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით - "პორტი, რომელიც არ აშენდა”.
პროექტი ART და ZDF- თან ერთად განხორციელდა. ფილმის საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე გაიმართა.
“პორტი, რომელიც არ აშენდა” რეჟისორ შტეფან ტოლცის მე-4 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს შესახებ. დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს პროექტზე – ანაკლიის პორტსა და მის ირგვლივ განვითარებულ პოლიტიკურ თუ ადამიანურ ამბებზე.
რეჟისორი ფილმს პორტის პროექტის დაწყების დღიდან, ART და ZDF მჭიდრო თანამშრომლობით იღებდა. რამდენიმეწლიან ისტორიაშიგადმოცემულია ანაკლიის ისტორიის არაერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, როგორც ანაკლიის პროექტის ავტორი, მამუკა ხაზარაძეა.
შტეფან ტოლცი საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმები 1993 , 2002, 2013, 2022 წლებშიც აქვს გადაღებული. ბოლო ფილმი 2013 წელს გადაიღო შტეფან ტოლცმა - “სრული სვლით დასავლეთისკენ”. ფილმში მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი და მოთხრობილია იმ დროინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ“, - ნათქვამია ხაზარაძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.