თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
პროცესს არ ესწრება ყოფილი პრეზიდენტი. პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აღნიშნულს ხელს კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი აწერენ. სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები.
როგორც სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, გადაუვადებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელს, ეს დღეს არ გახდება ცნობილი და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას რამდენიმე სხდომა დასჭირდება.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობაზე, რომელიც სასჯელის გადავადებას შეეხება, სასამართლო დღეს მსჯელობს. აღნიშნულზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქოსასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"