აშშ-მა სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც ნავთობის ემბარგოს გვერდის ავლით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საერთაშორისო კომპანიების ქსელს, თურქი ბიზნესმენის სიტკი აიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც ასობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ირანული ნავთობით საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით ვაჭრობას უწყობდნენ ხელს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სასანქციო სიაში შეიყვანა ოთხი ფიზიკური და 26 იურიდიული პირი.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აიანის კომპანიებმა გააფორმეს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები იმ მიზნით, რომ ირანული ნავთობი მიეყიდათ სხვადასხვა მყიდველებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ტერიტორიაზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპაში, ხელი შეუწყვეს ნავთობის ტრანსპორტირებას და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს გადასცეს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა