ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილს უნდა რომ სასამართლო პროცესს დაესწროს, მაგრამ ხელისუფლებას მისი ვიზუალურად გამოჩენისაც კი ეშინია

მიხეილ სააკაშვილს უნდა რომ სასამართლო პროცესს დაესწროს, მაგრამ ხელისუფლებას ეშინია მისი ჩვენებაც კი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ქვეყნის ღირსებას ეხება.

ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ მოკვდეს.

„არანაირი ექსპერტის დასკვნა და ექიმის შეფასება აღარ დასჭირდებათ, თუ საზოგადოება ამ ადამიანს ვიზუალურად ნახავს. მე როგორც პარლამენტის წევრს, მქონდა საშუალება, რომ რამდენჯერმე მიხეილ სააკაშვილი მომენახულებინა. ძალიან მძიმეა ამ ადამიანის მდგომარეობა, შესაბამისად, ხედავთ, რომ ხელისუფლებას მისი ვიზუალურად გამოჩენისაც კი ეშინია და ამიტომ არ მოჰყავთ სააკაშვილი სასამართლოში”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს