რელიგიის სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათაქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ შემოტანილი საკითხები.

ამასთან, მათივე ცნობით, კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 13 საკითხიდან დადებითად გადაწყვითა 10, უარი ეთქვა 3 საკითხზე. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 11 საკითხიდან (მეჩეთებისა და მიწის ნაკვეთების გადაცემა) ყველა მათგანი დადებითად გადაწყდა. კომისიამ ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას დაუკმაყოფილა ქ. გორში 283 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის თხოვნა. კომისიამ, ასევე, დადებითად გაადაწყვიტა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ წარმოდგენილი 3 საკითხი. ამით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე, 2022 წლის ბოლო სხდომამ მუშაობა დაასრულა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა