„ალდაგში“ საახალწლო შეთავაზებები დაიწყო

სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” ავტო დაზღვევის ზამთრის კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს “ალდაგში” 31 იანვრამდე დააზღვევენ, განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს, ავტო დაზღვევას მძღოლისთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები მოჰყვება, მათ შორის - ექსტრა საწვავი, ვაუჩერები „ამბოლის“ პროდუქციასა და სერვისებზე და 30%-იანი ფასდაკლება ქონების დაზღვევაზე, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი, სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას მიიღებს.

„ზამთარი მძღოლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სეზონია. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ზამთარში ავტო საგზაო შემთხვევების რისკიც იმატებს, შესაბამისად, მომხმარებლებს ავტო დაზღვევის მოქნილ პირობებთან ერთად, ექსტრა საჩუქრებს ვთავაზობთ, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფ“ს, - აცხადებენ „ალდაგში“.

მათივე ცნობით, „ალდაგის“ ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ”ალდაგი“ ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი