„თელასი“ - რთული კლიმატური და რელიეფური პირობების მიუხედავად სს „თელასი“ უმოკლეს ვადაში ახორციელებს ავარიების სალიკვიდაციო სამუშაოებს

რთული კლიმატური და რელიეფური პირობების მიუხედავად სს „თელასი“ უმოკლეს ვადაში ახორციელებს ავარიების სალიკვიდაციო სამუშაოებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტაბახმელაში, კოჯორში, ბეთანიაში, კიკეთსა და წყნეთში ბოლო დღეებში გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გახშირდა ავარიები სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში.

„აღნიშნული ავარიები გამოწვეულია თოვლით და ლიპყინულით, რაც თავის მხრივ იწვევს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში არსებული მწვანე ნარგავების წაქცევას და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებას. რთული კლიმატური და რელიეფური პირობების მიუხედავად სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური უმოკლეს ვადაში ახორციელებს ავარიების სალიკვიდაციო სამუშაოებს. ზემოთ აღნიშნულ უბნებზე ავარიების აღმოფხვრის და შემდგომში პრევენციის მიზნით, მობილიზებულია სს „თელასის“ გამანაწილებელი ქსელის სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მორიგეობას და დაზიანებების აღმოფხვრას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო