მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 47 051 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 9 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად; აშენდა გრუნტის დამჭერი 7 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები კი ჩატარდა 137 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 350 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 9 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სპორტული მოედანი.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2022 წლის განმავლობაში 256 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 31 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო წყალარინების ქსელი 29 მისამართზე შეიცვალა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა სახის 9 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება; მიმდინარე წელს გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 16 691 550 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

მთაწმინდის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა