რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
თურქეთის პრეზიდენტმა TRT World Forum-ის გახსნაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სასურსათო კრიზისის თემას შეეხება.
„კრიტიკული პროდუქტების მიწოდების შეწყვეტამ გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. კვირას მე მექნება საუბარი პუტინთან. ასევე მექნება საუბარი ზელენსკისთან", - აღნიშნა ერდოღანმა.

























