თბილისის საკრებულოში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით დაწყებული კამპანიის „არა ქალზე ძალადობა“ ფარგლებში, თბილისის საკრებულოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა სტუდენტებს სიტყვით მიმართა და კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობასა და მის ფუნქციებზე ისაუბრა.

„შეხვედრისას თბილისის მერის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძემ სტუდენტებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ მიაწოდა, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

დღესვე, „თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების“ დირექტორმა ინდირა რობაქიძემ სტუდენტებთან სახელმწიფო პოლიტიკაზე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციასა და დანერგილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა კომპანია ,,ენკომის'' ინიციატივით მოეწყო. სტუდენტებმა შეხვედრის ფარგლებში ამომწურავი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის შესახებ მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში სტუდენტებისთვის ექსკურსია მოეწყო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას