ლევან დავითაშვილი საერთაშორისო  ფინტექ-კომპანიის Revolut წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ფინტექ - კომპანიის "Revolut" წარმომადგენელს ანდრიუს ბიჩეიკას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში ფინტექ-ტექნოლოგიების სექტორის განვითარების კარგ შესაძლებლობებზე, ამისთვის ხელსაყრელ ნორმატიულ ბაზაზე, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე საქართველოში რეგიონული მასშტაბის ფინტექ-ჰაბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის, საფინანსო ინოვაციური პროდუქტების შექმნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება საქართველოში ინოვაციური ბიზნესების შემოსვლას და მათ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას, აგრეთვე ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მარტივად, ნაკლები დანახარჯებით და უსაფრთხოდ სხვადასხვა საფინანსო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

ამასთან, უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალური ფინანსური აპლიკაცია Revolut-ი, რომელსაც ჰყავს 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში, საქართველოში მომავალ წელს გამოუშვებს აპლიკაციის გამარტივებულ ვერსიას. ითქვა, რომ გამარტივებული აპლიკაცია გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ემიგრაციაში წასული ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ასევე ადგილობრივ ფინტექ - ბაზარზე არსებული ვითარება და საქართველოს, როგორც პოტენციური ტექნოლოგიური ჰაბის, განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი