იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს მოუსმინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს - გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმინა და მათი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანდიდატებმა სხდომის მონაწილეებს საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნეს, ასევე ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხედვებზე და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბურჯანაძის წარმდგენი „სოციალური სამართლიანობის ცენტრია“, გიორგი გზობავას ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია“ წარადგენს, ზურაბ გურასპაშვილის - „სამოქალაქო განვითარების საზოგადოება“ და „საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი“ წარადგენს, ხოლო იოსებ ვარძელაშვილის - „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ და „მანუჩარ კაკოჩაშვილის - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება“ და „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ, 10 დეკემბერს გაგრძელდება. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება. ასევე, დაგეგმილია ექვსი კანდიდატის - ავთანდილ კახნიაშვილის, რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ალექსანდრე კობაიძის, ალექსანდრე კურცხალიას და გია ლილუაშვილის მოსმენა.

პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 32 კანდიდატურა იქნა წარდგენილი.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა