პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილზე ან კობახიძეზე რომ გავიგო, ძალიან ცუდადაა, იმავეს გავაკეთებდი - არ ვამბობ, რომ სააკაშვილი კურორტზე გავუშვათ, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა მოვკლათ

მე რომ ხვალ გავიგო, რომ ღარიბაშვილი ან კობახიძე, რომელიც ძალიან არ მომწონს, ცუდადაა, როგორც ადამიანი და მართლაც ქრისტიანი, იმავეს გავაკეთებდი და ვიტყოდი, - არ ვამბობ, რომ სააკაშვილი კურორტზე გავუშვათ, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა მოვკლათ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ფარისევლობაა, როდესაც ადამიანს დარიშხანით კლავ და შემდეგ ამას ღმერთის ნებას აწერ.

„არ ვამბობ, რომ სააკაშვილი კურორტზე გავუშვათ, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა მოვკლათ, ეს არის ველური კანონი. მითუმეტეს, როდესაც მტკიცებულება არსებობს, რომ ადამიანი დარიშხანითაა მოწამლული. ვსაუბრობთ ღმერთის ნებაზე, მაგრამ რა შუაშია ღმერთის ნება? დარიშხანით კლავ ადამიანს და შემდეგ ღმერთის ნებას აწერ? ეს არის ფარისევლობა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრების პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებას აღარ აპირებენ, მანჯგალაძე ამბობს, რომ „ეს ფარისევლობაა“.

„ღარიბაშვილმა სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა და ღვთის ანაბარა დატოვა. მანამდე განცხადებები იყო, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს, ასევე ვისმენთ თავხედობას და ლეტალური შედეგი რომ დადგეს, „ქართულ ოცნებას“ არ შერცხვება. გამოვლენ და იტყვიან - ეს სააკაშვილს ჩვენს წინააღმდეგ დაგეგმილი ჰქონდაო. არადა, ვის უნდა სააკაშვილზე მეტად გადარჩენა?! ფარისევლობის პიკია და რატომ აკეთებენ ამას? - იმიტომ, რომ იქნება რეზოლუცია სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებით და უნდათ, თავიანთი განცხადებებით არ შექმნან მტკიცებულებები, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულები არიან სააკაშვილის დაკავებაში“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა დააბრალეს და ახლა სააკაშვილსაც ასეთ ნიადაგს უმზადებენ.

„ზვიად გამსახურდიას ამბავი არ მოუნელებია ქვეყანას, როდესაც რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს ოპერაცია და დააბრალეს თვითმკვლელობა. ახლა სააკაშვილსაც მოუმზადეს ნიადაგი - საჭმელს არ ჭამს და რა გავაკეთოთო“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო