უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული

რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და უფლებამოსილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკი ავრცელებს.

„დღევანდელი დღისთვის ინფორმაცია გვაქვს 13 ათას უკრაინელ ბავშვზე, რომელიც დეპორტირებული ან გადაადგილებული იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ. ეს, სამწუხაროდ, საბოლოო ციფრი არ არის”, - განაცხადა გერასიმჩუკმა.

ბავშვთა ომბუდსმენის თქმით, რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები რიცხვი ყოველ დღე იზრდება.

“ჩვენ კიდევ მოგვიწევს გავიგოთ, როგორც მინიმუმ, ათასობით უკრაინელ ბავშვზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მოიპარა”, - აღნიშნა გერასიმჩუკმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით