ჟურნალისტური დაჯილდოება "ქარტიის პრიზი" წელს ახალ კატეგორიებში აცხადებს კონკურსს

ჟურნალისტური დაჯილდოება "ქარტიის პრიზი" წელს ორ ახალ კატეგორიაში აცხადებს კონკურსს. წელს, პირველად, კონკურსში მონაწილეობა არამხოლოდ პროფესიონალ ჟურნალისტებს, კონტენტის ინდივიდუალურ შემქმნელებსაც შეეძლებათ. ასევე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, "ეთიკის ქარტიამ" კონკურსს კიდევ ერთი კატეგორია —"ხალხის რჩეული" დაამატა. ამ კატეგორიაში, რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე, სამ საუკეთესო ნამუშევარს დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს, შემდეგ კი, გამარჯვებულს ხმის მიცემით, აუდიტორია გამოავლენს.

"ქარტიის პრიზი", საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოველწლიური კონკურსი, წელს უკვე მეათედ ტარდება. მიზანია, ხელი შეუწყოს ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებას და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ექვს ნომინაციაში:

  • სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში
  • სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში
  • ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში
  • ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში
  • დამოუკიდებელი ინდივიდუალური კონტენტი სოციალურ მედიაში
  • ხალხის რჩეული - საუკეთესო ნამუშევარი რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე

პრიზები დაწესებულია IREX-ის USAID პროგრამის მხარდაჭერით.

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე.

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში.
  • საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია.
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
  • თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში.
  • საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის.
  • საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი, 18.00 საათი.
  • გამარჯვებული გამოვლინდება 2022 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.

ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
  • თხრობის სტილი და ტექნიკა;
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
  • დრამატურგია და ვიზუალური მხარე;
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
  • ინფორმაციის სიზუსტე;
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა;
  • მხარეთა ბალანსი;
  • სიძულვილის ენის გამოუყენებლობა.

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს