თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი - „თბილისი სოლიდარობის ქალაქი“, „საქართველო გმირების ქვეყანა“ გაშალეს

თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი - „თბილისი სოლიდარობის ქალაქი“, „საქართველო გმირების ქვეყანა“ გაშალეს.
აქციის მონაწილეები მიმართავენ დედაქალაქის მერიას, რომ შეცვალოს ან გააუქმოს წარწერა - „მშვიდობის ქალაქი“.
რაც შეეხება უშუალოდ მერიის სლოგანს - „მშვიდობის ქალაქი“, რომელიც თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლთან არის დამონტაჟებული, როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში ომი მიმდინარეობს და არაერთი მოქალაქე დაიღუპა, "ასე პომპეზურად აღნიშვნის დრო არ არის“.

























