Bloomberg - ინდოეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინთან ყოველწლიურ შეხვედრაზე უარი თქვა რუსეთის ბირთვული მუქარების გამო

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ყოველწლიურ სამიტზე უარი თქვა რუსეთის ბირთვული მუქარების გამო, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მოგვიანებით, სამიტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

აღინიშნება, რომ 2000 წლიდან ეს მეორე ასეთი შემთხვევაა. სამიტი, როგორც წესი, ყოველ დეკემბერს ტარდებოდა ხოლმე. აქამდე იგი მხოლოდ ერთხელ გაუქმდა - 2020 წელს პანდემიის დროს.

ამავდროულად, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Bloomberg-ს უთხრა, რომ ინდოეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მყარი რჩება, უბრალოდ პრემიერ-მინისტრ მოდისთვის ამის გამჟღავნება ამ მომენტისთვის არახელსაყრელია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ უზბეკეთში გამართულ რეგიონულ სამიტზე მოდიმ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში მშვიდობა ეძიოს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი