თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანში“ შტეფან ტოლცის ახალი ფილმის - „პორტი, რომელიც არ აშენდა“ პრემიერა გაიმართება

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით - "პორტი, რომელიც არ აშენდა”.

პროექტი ART და ZDF- თან ერთად განხორციელდა. ფილმის საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე გაიმართა.

„პორტი, რომელიც არ აშენდა” რეჟისორ შტეფან ტოლცის მე-4 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს შესახებ. დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს პროექტზე – ანაკლიის პორტსა და მის ირგვლივ განვითარებულ პოლიტიკურ თუ ადამიანურ ამბებზე.

რეჟისორი ფილმს პორტის პროექტის დაწყების დღიდან, ART და ZDF მჭიდრო თანამშრომლობით იღებდა. რამდენიმეწლიან ისტორიაში გადმოცემულია ანაკლიის ისტორიის არაერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, როგორც ანაკლიის პროექტის ავტორი, მამუკა ხაზარაძეა.

შტეფან ტოლცი საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმები 1993 , 2002, 2013, 2022 წლებშიც აქვს გადაღებული. ბოლო ფილმი 2013 წელს გადაიღო შტეფან ტოლცმა - “სრული სვლით დასავლეთისკენ”. ფილმში მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი და მოთხრობილია იმ დროინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ“, - ნათქვამია ხაზარაძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო