გიორგი ვაშაძე - ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა „ქართული ოცნებაა“, რომელიც კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს

ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა „ქართული ოცნებაა“, რომელიც კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს - სცენარი, რომელსაც გვთავაზობენ, არის ის, რომ თითქოს, თვითონ მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის გადაღებულ და გავრცელებულ ფოტოებს, ვაშაძე განმარტავს, რომ ექიმების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სამი თვის წინ გადაღებულია ეს ფოტოები და დღეს, როგორც ექიმები ამბობენ, გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოების და ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო პოზიციას. ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მისი მდგომარეობა „ქართული ოცნებაა“, რომელიც კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს. სამწუხაროდ, მაქსიმალურად წელავს პროცესს. სცენარი, რომელსაც გვთავაზობენ, არის ის, რომ თითქოს, თვითონ მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. ფაქტია, რომ სამკურნალოა მიხეილ სააკაშვილი და ვერ მკურნალობენ. ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ“, - აღნიშნავს ვაშაძე.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ კუთხით ხელმძღვანელობს“ , ვაშაძე განმარტავს, რომ დასავლურ საერთაშორისო საზოგადოებაში მკაფიო პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკურია.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი სამკურნალოდ. ეს განცხადებაც სწორედ ამას მოწმობს. ვფიქრობ, ამ წერილის ადრესატია ქართული საზოგადოებაც იმისთვის, რომ უფრო ვიაქტიუროთ, არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ მესამე პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლებლობა“,- აღნიშნავს ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას