საქართველოს ხუთ რეგიონში IT ტრენინგები გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ორგანიზაცია StrategEast - ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები, რომლებიც მოიცავს IT HUB -ის პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, საქართველოს ხუთ რეგიონში IT ტრენინგების პროექტის განხორციელებას.

„ტრენინგებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, StrategEast - ი ჩაატარებს. აღინიშნა, რომ პროგრამა ამ ეტაპზე საქართველოს 5 რეგიონში განხორციელდება და საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდა გადამზადდება, რომლებიც მიიღებენ განათლებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს IT მიმართულებით, შემდგომ კი დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიაში. პროგრამა ჩატარდება საქართველოსა და აზერბაიჯანში.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და StrategEast - ს შორის მემორანდუმი გაფორმდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში