საბავშვო „ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა დაიწყო

საბავშვო „ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.მათივე ცნობით, ხმის მიცემა 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საბავშვო „ევროვიზიის“ შოუს დაწყებისას შეწყდება.

„საბავშვო „ევროვიზიაზე“ ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო - ერთად ვუგულშემატკივროთ მარიამ ბიგვავას. ხმის მისაცემად გადადით ლინკზე: vote.junioreurovision.tv, უყურეთ ვიდეოკოლაჟს, შემდეგ ავტომატურად გადახვალთ ხმის მიცემის გვერდზე, მონიშნეთ საქართველო, მარიამ ბიგვავა და კიდევ ორი ქვეყანა.

ხმის მიცემის დასრულებისთვის შეასრულეთ მარტივი მათემატიკური ამოცანა (მაგ. 2+2; 8-4) და დაადასტურეთ ხმის მიცემა.

ხმის მიცემა შეწყდება 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საბავშვო „ევროვიზიის“ შოუს დაწყებისას.

ხმის მიცემა განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე. ამ დროს შეგვიძლია, უკვე მეორედ მივცეთ ხმა მარიამ ბიგვავას. ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდება.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს, რათა მეოთხედ გავიმარჯვოთ საბავშვო „ევროვიზიაზე“.

ერევანში, საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული მარიამ ბიგვავა, სიმღერით I Believe/მჯერა. საქართველოს საკონკურსო სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე მუშაობდნენ ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი - იზა ნადარეიშვილი.

საბავშვო ევროვიზიის შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს „პირველი არხი“ 11 დეკემბერს, 19:00 საათზე შემოგთავაზებთ. #შენიხმაცდავიმარჯვებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა