უკრაინის ომბუდსმენი - ელენოვკას კოლონიაში 150 უკრაინელი ტყვე იმყოფება

ოკუპირებული ელენოვკას ტერიტორიაზე მდებარე კოლონიაში 150 უკრაინელი ტყვე იმყოფება, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

მისი თქმით, ტყვეებს შორის არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები.

„ჩვენ იქ არ გვიშვებენ. როგორც ჩანს, ტერიტორიაზე შეღწევას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალები ელენოვკას გაათავისუფლებენ. ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად იქ უკრაინის 150 მოქალაქეა დარჩენილი და ისინი მხოლოდ სამხედროები არ არიან“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, ტყვეობაში მყოფ უკრაინელებზე შეიძლება მოხდეს ზეწოლა, რათა აიძულონ ისინი უარი თქვან სახლში დაბრუნებაზე.

შეგახსენებთ, ივლისში ელენოვკას კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა და დაინგრა შენობა, სადაც „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი ტყვეები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 50 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთს ელენოვკაში მომხდარი აფეთქებისა და დაღუპულთა სიების შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო